მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში და ქორწილებში კოვიდპასპორტები ამოქმედდა

აზერბაიჯანში კოვიდპასპორტები შემოიღეს

აზერბაიჯანში 18 წელის ზემოთ მოქალაქეებს რესტორნებში, კაფეებში, ბარებსა და სავაჭრო ცენტრებში მომსახურების მიღება მხოლოდ კოვიდპასპორტის წარდგენის შემდეგ შეეძლებათ. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.

აღნიშნული მოთხოვნა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით მიიღეს.

ახალი წესების თანახმად, მოქალაქეს, რომელიც აცრილია ორჯერადად ან რომელიც გამოჯანმრთელდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, შეუძლია შესაბამისი სერტიფიკატი ანუ კოვიდპასპორტი მიიღოს.

ამასთან, 1-ლი სექტემბრიდან კოვიდპასპორტების წარდგენა ქორწილში დასწრებისთვისაც იქნება საჭირო. ამავდროულად, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 150 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 კოვიდბარათის აღება ყველა მომხმარებლისთვის უფასოა - იუსტიციის მინისტრი

🔴 სად და როგორ უნდა ავიღოთ კოვიდბარათი?