მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში სამხედრომ თავი მოიკლა

აზერბაიჯანელმა სამხედრომ თავი მოიკლა

აზერბაიჯანელმა სამხედრომ ჩინგიზ გაზიევმა თავი მოიკლა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამის თაობაზე Report.az იუწყება.

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანელი სამხედრო მოწინააღმდეგის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა. „სამხედრო მოსამსახურემ ოჯახური პრობლემების გამო თავი მოიკლა. სხვა დეტალები ეთიკური მიზეზებით არ საჯაროვდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას საზოგადოება განზრახ შეჰყავს შეცდომაში.