მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში ტაქსის მძღოლებს კოვიდ პასპორტს მოსთხოვენ

კოვიდ პასპორტები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ტაქსის მძღოლებს პირველი ოქტომბრიდან COVID 19-ის პასპორტს მოსთხოვენ. ამის შესახებ Report.az იუწყება.

როგორც აზერბაიჯანის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ელშად გაჯიევმა განაცხადა, კოვიდ პასპორტებს მძღოლებს მოსთხოვენ, რომლებიც მგზავრების გადაყვანით და ტვირთების გადაზიდვით არიან დაკავებულები, მათ შორის ტაქსის მძღოლებს. ოქტომბრიდან შესაბამისი სამსახურები კოვიდ პასპორტის შესამოწმებლად რეიდებს ჩაატარებენ.

აზერბაიჯანის შს სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, პანდემიასთან ბრძოლას და მისგან გართულებების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.