მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანთან ომმა სომხეთს 38,4 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა - ექსპერტი

სომხური მხარის დანაკარგები ომის დროს

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან ოქტომბერ-ნოემბრის ომმა სომხეთს 38,4 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა. ამის შესახებ „ფეისბუქში“ ეკონომისტმა მასროპ მანუქიანმა დაწერა. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. 

მანუქიანის გაანგარიშებით, ომში დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა 4500 სომეხი სამხედრო მოსამსახურე, 11 000 დაიჭრა. აქედან 5 ათასი პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდა, ხოლო 6 ათასი - მეორე ჯგუფის ინვალიდია.

დანაკარგების უდიდესი წილი სამხედრო ტექნიკაზე მოდის. სომხეთის დანაკარგების დათვლისას მანუქიანი ზოდის ოქროს საბადოს დაკარგვის შედეგად მიღებულ ზარალსაც გულისხმობს. ასევე საუბარია რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის დაკარგვაზე, რომლებსაც ომის შემდეგ აზერბაიჯანი აკონტროლებს. სომხურმა მხარემ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ნაწილიც დაკარგა.

ეკონომისტი ასევე ითვლის იმ თანხებს, რაც სომხეთის ხელისუფლებამ დაჭრილ სამხედროებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადაუხადა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ალიევმა, პუტინმა და ფაშინიანმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

🔱 ალიევი: ყარაბაღს სამოთხედ გადავაქცევთ