მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი პირველ ტურნეში გაემგზავრა

ბაიდენი პირველ ტურნეში გაემგზავრა

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველ ტურნეში გაემგზავრა. ის 8 დღის განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანას ეწვევა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

თავდაპირველად ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავა, სადაც G7-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს და დედოფალს, ელისაბედ მეორეს შეხვდება.

შემდეგ უკვე ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მოლაპარაკებას გამართავს ნატოს და ევროკავშირის ლიდერებთან. ევროპული ტურნეს ბოლოს კი, 16 ივნისს ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს. ექსპერტების აზრით, სწორედ ეს შეხვედრა იქნება ბაიდენისთვის ყველაზე რთული პირველი ტურნეს ფარგლებში.