მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი ზელენსკისთან შესახვედრად მზად არის

ბაიდენ-ზელენსკის სატელეფონი საუბარი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის ლიდერი ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ ბრიფინგზე ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.

სალივანის ინფორმაციით, ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა. „ბაიდენი ზელენსკის თეთრ სახლში ამ ზაფხულს ელოდება. შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის ევროპული ტურნეს შემდეგ გაიმართება.

მიმდინარე კვირას ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში პირველ ტურნეში გაემგზავრება. ის დიდ ბრიტანეთს და ბელგიას ეწვევა, სადაც ნატოს და ევროკავშირის სამიტებში მიიღებს მონაწილეობას. 16 ივნისს კი ჟენევაში ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს.

7 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიმ პუტინი-ბაიდენის მოლაპარაკებამდე აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრა სთხოვა.

ზელენსკი აცხადებს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომლის მშენებლობის ბლოკირებისგან აშშ ბოლო დროს თავს იკავებს, უკრაინის ეროვნულ ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

„ეს გაზსადენი რუსეთის ფედერაციის ხელში ნამდვილი იარაღია და გაუგებარია, რატომ აწვდის ამ იარაღს ტყვია-წამალს ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიცაა შეერთებული შტატები“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

4 ივნისს პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილეოთ ნაკადის“ პირველი ხაზის მშენებლობა დასრულებულია, მან ასევე აღნიშნა, რომ კიევმა კეთილი ნება უნდა გამოხატოს, რათა მისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტი გაგრძელდეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ზელენსკი ბაიდენს შეხვედრას სთხოვს