მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა ტრამპის პოზიციას უპასუხისმგებლო უწოდა

ჯო ბაიდენი ტრამპის შესახებ

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციას უპასუხისმგებლოს უწოდებს.  ტრამპი ამ დრომდე საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ დამარცხებას ოფიციალურად არ აღიარებს. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ჯოზეფ ბაიდენი აცხადებს, კორონავირუსთან საბრძოლველად შეთანხმებული პოზიციაა საჭირო, რადგანაც კიდევ ბევრი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. Covid 19-თან ბრძოლა ბაიდენის მომავალი საქმიანობის პრიორიტეტი უნდა გახდეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა - მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი კოლეგიის 232 ხმა მოიპოვა.

ტრამპის შტაბმა რამდენიმე შტატის შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.