მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბანგლადეშში ლგბტ უფლებებისთვის მებრძოლთა მკვლელობისთვის 6 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბანგლადეშში სიკვდილი მიუსაჯეს

ბანგლადეშში ლგბტ უფლებებისთვის მებრძოლი 2 პირის მკვლელობისთვის, 6 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

35 წლის ქსულჰაზ მანანი და 25 წლის მაჰბუბ რაბი ტონოი ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში 2016 წლის აპრილში მოკლეს. ის ორგანიზაცია „ანსარ ალ ისლამის“ წარმომადგენლებმა მოკლეს, რომელიც „ალ ქაიდას“ რეგიონული ორგანიზაციაა.

საერთო ჯამში ამ საქმეზე 8 პირი იყო დაკავებული, რომელთა შორის სიკვდილით დასჯა ექვსს მიესაჯა. მკვლელობა ბლოგერ-აქტივისტებზე, მეცნიერებზე და უმცირესობების წარმომადგენლებზე თავდასხმების ნაწილი იყო, როდესაც ბევრი ადამიანი იძულებული გახდა დამალულიყო ან ქვეყნიდან წასულიყო.

ბანგლადეში მუსლიმანური ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანი ქორწინებები აკრძალულია, ხოლო ლგბტ საზოგადოება ფაქტობრივად არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფება.

ამ ადამიანებზე თავდასხმები განსაკუთრებით ხშირად 2013-2016 წლებში ხდებოდა.