მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში 12 არაკომერციული ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდება

ბელარუსში არასამთავრობო ორგანიზაციები გაუქმდა

ბელარუსში ერთდროულად რამდენიმე არაკომერციული ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

საუბარია საქველმოქმედო, უფლებადამცველ, ასევე, ჟურნალისტურ ცენტრებზე. საერთო ჯამში 12 NGO-ს ლიკვიდაციაა დაგეგმილი. ორგანიზაციების გაუქმების გადაწყვეტილება მინსკის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ასე პასუხობს დასავლეთის მხრიდან სანქციების გაძლიერებას. თანაც ბელარუსის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს საკუთარ მოქალაქეებზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ბელარუსის საზოგადოების კეთილდღეობაზე მუშაობდნენ.