მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში პროტესტებთან საბრძოლველად შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა გასცეს

ბელარუსის შეიარაღებული ძალები

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კანონში „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ცვლილებები შეიტანა. ახალი რედაქციის მიხედვით „მასობრივი არეულობის“ დროს მათ ჩასახშობად შეიარაღებული ძალების გამოყენება გახდება შესაძლებელი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კერძოდ, შეიარაღებული ძალების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს არის შესაძლებელი. სტიქიური უბედურების მსგავსად ამ ჩამონათვალში საკონსტიტუციო წესრიგის შეცვლის მცდელობა, შეიარაღებული ამბოხი, ეროვნებათშორისი, კონფესიათშორისი კონფლიქტები და „მასობრივი არეულობები“ შევიდა.

ასევე კანონის მიხედვით, საგანგებო სიტუაციის დროს მედიის საქმიანობა იზღუდება. დაწესდება ჟურნალისტების აკრედიტაციის სპეციალური წესი, იზღუდება ინტერნეტთან და ქსელურ გამოცემებთან წვდომა.

კანონის მიხედვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებასთან დაკავშირებული უწყებების ჩამონათვალი ფართოვდება. გაფართოვდა თავად ბელარუსის შეიარაღებული ძალების დავალებები, ჩამონათვალში შევიდა ტერორიზმთან ბრძოლა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, მასობრივი არეულობის აღკვეთა, ასევე ფიზიკური პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.