მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიჭვინთაში რუსეთის დაფინანსებით მსხვილი საკურორტო ობიექტის მშენებლობა იგეგმება

საკურორტო ობიექტი ბიჭვინთაში

რუსი ინვესტორები ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ბიჭვინთაში მსხვილი სანიტარულ-საკურორტო ობიექტის მშენებლობისთვის 10 მლრდ რუბლის (135 მლნ აშშ დოლარის) ინვესტირებას გეგმავენ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

როგორც დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, კონტრაქტების გაფორმება „დასრულების ეტაპზეა“.

„კონტრაქტები წლის ბოლომდე იქნება გაფორმებული. შემდეგ პროექტის დაზუსტება მოხდება და 2022 წელს მშენებლობა დაიწყება. ეს უპრეცედენტო პროექტია. მშენებლობაზე იქნება 2 ათასი სამუშაო ადგილი ძალზე მაღალი ხელფასით“, - განაცხადა ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბჟანიას თმით, ეს პროექტი ოკუპირებულ რეგიონში ტურისტების მიზიდვას ხელს შეუწყობს.