მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორის ჯონსონი 19 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 19 მარტს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით ასტრაზენეკათი აიცრება. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

„ასტრაზენეკა უსაფრთხოა, ფაიზერი უსაფრთხოა. ის რაც უსაფრთხო არ არის, ესაა კორონავირუსით ინფიცირება. როგორც კი ჩემი რიგი მოვა, ვაქცინის დოზას გავიკეთებ“, - განაცხადა ჯონსონმა.

ევროკავშირის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ ოქსფორდ-ასტრაზენეკას სარგებელი მის რისკებს აჭარბებს.

ევროპის წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ კვლევის შედეგები 18 მარტს გამოაქვეყნა. კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ევროპის 13-მა ქვეყანამ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია დროებით შეაჩერა. მიზეზად კი ვაქცინირებულთა შორის თრომბის წარმოქმნის შემთხვევების შესწავლა დაასახელა.

ევროპის წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ შეისწავლა ყველა შემთხვევა და 18 მარტს გამართულ სხდომაზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმად არ არსებობს კავშირი ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბების წარმოქმნის რისკს შორის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია - ევროკავშირის წამლის სააგენტო