მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიის პრეზიდენტი აუცრელობის გამო ნიუ-იორკის რესტორანში არ შეუშვეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ქუჩაში ჭამს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ნიუ-იორკის რესტორანში არ შეუშვეს და მას პიცის ჭამა ქუჩაში მოუწია. ამის მიზეზი გახდა ის რომ ბრაზილიის ლიდერს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონია. ამის შესახებ nbcnewyork.com იუწყება.

ბოლსონარუ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. გაეროს შენობაში შესასვლელად მას ვაქცინაციის ცნობა არ სჭირდებოდა, მაგრამ ნიუ-იორკის კვების ობიექტებში შესასვლელად ის სავალდებულოა.

მას შემდეგ, რაც ბოლსონარუ რესტორანში არ შეუშვეს. მან პიცა მთავრობის წევრებთან ერთად ქუჩაში მიირთვა. შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში ბრაზილიის ტურიზმის მინისტრმა გილსონ მაჩადომ გაავრცელა.

ჟაირ ბოლსონარუ ცნობილი ანტივაქსერია. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა ბრაზილიაში 585 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაქცინაციას არ აპირებს და არც სხვას დაავალდებულებს. ამის გამო ბოლსონარუ სერიოზული კრიტიკის ქვეშ მოექცა. Covid 19-გან გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა.