მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბუტუსოვი: უკრაინაში სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე გამოძიება დაიწყო

სააკაშვილზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთაზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც გაირკვა, ლეგალურად სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია და ეს არცერთ სასაზღვრო პუნქტში არ დაფიქსირებულა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოში ბორნით ჩავიდა, რომელიც ჩერნომორსკსა და ბათუმს შორის მოძრაობს, კერძოდ, ის სატვირთო ავტომანქანაში იმყოფებოდა. წესით ბორნის შემოწმების პროცედურა ძალზე მკაცრია, ავტომობილებს სპეციალური სკანერით ამოწმებენ.

შეიძლება სწორედ ამის გამო სასაზღვრო სამსახურის ოდესის ქვედანაყოფის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინას მოუწევს ოფიციალურად აუხსნას საქართველოს ხელისუფლებას, თუ როგორ გადაკვეთა მან უკრაინის საზღვარი ისე, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა ვერ აღმოაჩინეს", - წერს ჟურნალისტი იური ბუტუსოვი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება

🔴„30 ოქტომბერს მოიტაცებენ ქვეყანას, მერე ამ პრეზიდენტს უკრაინა წაიყვანს და თავმოხერხილები დავრჩებით“ - ჩარკვიანი