მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთის მაღაროში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 7 უგზო-უკვლოდ დაიკარგა

აფეთქება ჩინეთში

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 7 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ abc.net.au იუწყება.

კომპანია Henan Hebi Coal and Electricity-ს ინფორმაციით, მაღაროში „შემთხვევითი აფეთქება“ მოხდა. ამჟამად ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მონიტორინგის მიუხედავად, ჩინეთის მაღაროებში უსაფრთხოების დონე საკმაოდ დაბალია. ქვანახშირზე ფასების მატების გამო კომპანიები წიაღისეულის მოპოვების გაზრდას ცდილობენ, რაც პარალელურად უსაფრთხოების სტანდარტების დაწევას იწვევს.