მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთმა 3-დან 17 წლამდე ადამიანების კოვიდვაქცინაციის ნებართვა გასცა

სინოვაკით მოზარდების აცრა

ჩინეთმა 3-დან 17 წლამდე ბავშვების და მოზარდების კოვიდვაქცინაციის ნებართვა გასცა. საუბარია Sinovac Biotech-ის ვაქცინის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებაზე. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ჩინეთში დღეს არსებული წესების მიხედვით, ვაქცინაცია 18 წელზე უფროს ადამიანებს უტარდება.

იქ ამ დროისთვის ვაქცინის 723,5 მილიონი დოზაა გამოყენებული.

როგორც ჩინეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ამ ასაკის ადამიანებს ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არც შეინიშნებოდა, ამასთანავე, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ 3-დან 17 წლამდე ადამიანების აცრა პრიორიტეტული არ არის, ვინაიდან ბავშვებს და მოზარდებს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ის საკმაოდ მარტივად გადააქვთ.