მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევები იზრდება - ექსპერტები

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევები იზრდება

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით ბევრად დაბალია, დაინფიცირების ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან ვირუსს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ მანამდე ცირკულირებადი შტამი შეიცვალა და ახალი შტამი შეიძლება ადამიანებისთვის უფრო მეტად გადამდები იყოს.

„წელს ჩინეთში ადამიანთა ინფიცირების შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ეს არის ვირუსი, რომელიც მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება", - აღნიშნა პროფესორმა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პროფესორმა ტიის კუიკენმა.

წელს ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ფრინველის გრიპის H7N9-ის ქვეტიპით 21 ადამიანის ინფიცირების შესახებ შეატყობინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ინფიცირების მხოლოდ ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევების უმრავლესობა ფრინველთან კონტაქტის შემდეგ დადასტურდა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ დადასტურებულა.

ფრინველის გრიპის ვირუსები მუდმივად ცირკულირებს შინაურ და გარეულ ფრინველებში, მაგრამ იშვიათად აინფიცირებს ადამიანებს.

H5N6 ინფექციების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა სამხრეთ-დასავლეთ სიჩუანის პროვინციაში, შემთხვევები, ასევე, დაფიქსირდა მეზობელ ჩონცინგსა და გუანქსიში, გუანდონგის, ანჰუის და ჰუნანის პროვინციებში.