მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში, წყალდიდობას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)

ჩინეთში, წყალდიდობას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთში ჰენანის პროვინციაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სინოპტიკოსების ცნობით, ეს რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა.

წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სახლები. საჭირო გახდა 100 ათასამდე ადამიანის ევაკუირება უსაფრთხო რაიონებში.

შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. ასევე, პარალიზებულია სატრანსპორტო სისტემა. სამედიცინო ცენტრს არ მიეწოდება ელექტროენერგია.