მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩრდილოეთ ნაკადის“ ერთი ხაზის მშენებლობა დასრულდა - პუტინი

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“

რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) ერთი ხაზის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„მიხარია გაცნობოთ, რომ დღეს „ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ის ერთი ხაზის მშენებლობა დასრულდა, ხოლო მეორე ხაზის მშენებლობა გრძელდება და ის დაახლოებით 2 თვეში დასრუდლება“ - განაცხადა პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის პროექტის მიხედვით რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობა იგეგმება. მისი გამტარიანობა წელიწადში 55 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. კომპანია Nord Stream 2 AG-ის დამფუძნებელია რუსული „გაზპრომი“, ხოლო პროექტს კომპანიები Engie, Shell, ასევე Uniper და Wintershall აფინანსებენ.

დასავლეთის პოლიტიკოსებს და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის აშენება რუსეთს უკრაინაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის დამატებით ბერკეტებს მისცემს, ვინაიდან აქამდე გაზის უდიდესი ნაწილის ტრანსპორტირება რუსეთიდან ევროპაში სწორედ უკრაინის გავლით ხორციელდება.