მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დანიამ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის პროცესი შეაჩერა

დანიაში ვაქცინაცია შეაჩერეს

დანიამ AstraZeneca-ს ტიპის ვაქცინით აცრის პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. 

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც რამდენიმე პაციენტს სისხლის შედედება დაუფიქსირდა. დანიის ჯანდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, დაფიქსირდა ლეტალური შედეგებიც, თუმცა ვაქცინაციას და სისხლის შედედების ფაქტებს შორის პირდაპირი კავშირი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ვაქცინის გამოყენება დაახლოებით ორი კვირით შეჩერდა. ამ ხნის განმავლობაში მომხდარის შეფასება მოხდება.

რამდენიმე დღით ადრე თრომბის შემთხვევის გამო ვაქცინაცია ავსტრიაში შეაჩერეს. იქ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შემდეგ AstraZeneca-ს გამოყენება ევროკავშირის ოთხ ქვეყანაში შეაჩერეს.

ევროპის წამლები სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით 3 მილიონ ვაქცინირებულზე სისხლის შედეგების 22 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ AstraZeneca-ს ვაქცინაცია ჰქონდათ ჩატარებული.

დანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე უარს არ ამბობს, თუმცა იმ პირებს, ვისაც ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდა, მეორე დოზის გაკეთებამდე მეტი დროის მოცდა მოუწევთ.