მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

დასახლება ვოდიანოეს მახლობლად, „ბოევიკებმა“ 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნები გამოიყენეს. ასევე ისინი ყუმბარმტყორცნებსა და ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ. დაბომბვის შედეგად უკრაინელმა სამხედრომ „სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები" მიიღო.

საერთო ჯამში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 9-ჯერ დაარღვიეს. ამ ფაქტების შესახებ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ეუთოს დამკვირვებლებს აცნობეს.