მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძლიერი მიწისძვრა ავსტრალიაში - მელბურნში შენობები დაზიანდა

მიწისძვრა ავტრალიაში

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მიწისქვეშა ბიძგებმა ავსტრალიის სიდიდით მეორე, ქალაქ მელბურნში შენობები დააზიანა. ამ რეგიონში მიწისძვრა საკმაოდ იშვიათად ხდება. ვიქტორიის შტატის გარდა, რომლის დედაქალაქიც მელბურნია, მიწისძვრა სამხრეთ ავსტრალიის და სამხრეთ უელსის შტატებშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა სერიოზული დაზიანება არავის მიუღია. ბიძგების შემდეგ რამდენიმე მაღალსართულიანი სახლიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. მიწისძვრამ ტრამვაის რელსები დააზიანა, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეფერხდა. ფოტოებზე ჩანს აგურები და შენობების ფრაგმენტები, როლებიც ნაწილობრივ დაინგრა.

ვიქტორიის შტატის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი ბიძგებია მოსალოდნელი, შესაბამისად ის ურჩევს ადამიანებს მოერიდონ დაზიანებულ შენობებში და სხვა საშიშ ობიექტებში ყოფნას.

ავსტრალიაში 6 და მეტი მაგნიტუდის მიწისძვრა დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ ხდება.