მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენტონი ბლინკენი: აშშ რუსეთის დაუფიქრებელ ქმედებებს უპასუხებს

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა BBC-ს განუცხადა, რომ აშშ რუსეთის უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს.

ანტონი ბლინკენის თქმით, აშშ ყურადღებას ამახვილებს ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისადმი მოპყრობა და არჩევნებში ჩარევა.

„ჩვენ გვირჩევნია უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა“ - განაცხადა მან.
ენტონი ბლინკენი დიდ ბრიტანეთში G7-ის ინდუსტრიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გამოაქვეყნეს განცხადება რომელშიც მოსკოვი მისი „უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციური ქცევისთვის“ გააკრიტიკეს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა კიბერშეტევებზე და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ქმედებების შესახებ.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დროს ბლინკენმა შეხვედრისას გაზიარებული განწყობა გააჟღერა და უკრაინას მხარდაჭერა შესთავაზა. ზელენსკის თქმით, „ რუსული ჯარის საზღვრის მახლობლად მის ქვეყანას საფრთხე ემუქრება.“

ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს განუმარტა რომ „შეერთებული შტატების დღეები რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე დასრულდა“

მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი კი ზოგჯერ რუსეთის ლიდერის კრიტიკისგან თავს იკავებდა.

ენტონი ბლინკენმა BBC Radio 4 –ის Today Programme–სთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საერთაშორისო წესების დაცვას.

რაც შეეხება ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხს, ბლინკენმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ამერიკა „თამაშში რჩებოდა“ და ჯარის გაყვანის მიუხედავად, მასთან ურთიერთობას შეინარჩუნებდა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს სექტემბრისთვის დატოვებენ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართოს.

იხილეთ აგრეთვე:

✅ბაიდენის და პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, ბაქოში გაიმართოს - Politico

✅G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ინდოეთის დელეგაციაში კოვიდის ორი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

✅G7 რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ ზედმიწევნით დააკვირდება