მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერაყში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)

ერაყში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყში სამხედრო ვერტმფრენმა საბრძოლო მოქმედებების დროს კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ხუთი წევრი დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ Mi-17 ვერტმფრენი ჩამოვარდა სალაჰუდინის პროვინციის ტუზ ხურმატუს რაიონში საბრძოლო მისიის დროს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი თუ ტექნიკური გაუმართაობა.

მომხდარ ფაქთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ცნობისთვის, Daesh/ISIS-თან დაკავშირებული ტერორისტები ბოლო თვეების განმავლობაში აძლიერებენ თავდასხმებს რეგიონში, განსაკუთრებით კირუქის, სალაჰუდინისა და დიალას პროვინციების მახლობლად.