მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი ელჩებს ემუქრება

ერდოღანი ქაბულის აეროპორტზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 10 ქვეყნის ელჩს აფრთხილებს და მათ ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია Haberturk-ზე დაყრდნობით იუწყება.

ერდოღანმა ასე უპასუხა კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, შვედეთის და აშშ-ის ელჩების მოწოდებას, რომლებმაც უფლებადამცველი ოსნამ კავალას ციხიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

„რატომ აკეთებს 10 ქვეყნის ელჩი ასეთ განცხადებებს? მსგავსი ელჩები ჩვენ ქვეყანაში არ გვჭირდება და ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ვუთხარი. თქვენ ვინმე აზრს გეკითხებათ, რატომ ასწავლით ჭკუას თურქეთს? ვინ ხართ საერთოდ? როცა ამბობთ „გაათავისუფლეთ კავალა“, თქვენ რა, თქვენს ქვეყნებში მკვლელებს, ტერორისტებს და ბანდიტებს ქუჩაში უშვებთ? როცა ამბობთ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, მე გეტყვით, რომ ჩვენს სასამართლოს დამოუკიდებლობის მაგალითი შეიძლება გაჩვენოთ“, - განაცხადა ერდოღანმა აფრიკის ქვეყნებში ვიზიტის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, ოსმან კავალა თურქი უფლებადამცველია, რომელიც თურქული ფონდის, Anadolu Kültür AŞ-ის დამფუძნებელია. ეს ფონდი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე მუშაობენ. მათ შორის საუბარია თურქებსა და სომხებს შორის შერიგებაზე და ქურდების პრობლემის მოგვარებაზე.

2020 წლის თებერვალში თურქეთის სასამართლომ კავალა უდანაშაულოდ ცნო 2013 წელს თურქეთის მთავრობის დამხობის საქმეზე, მაგრამ იმავე დღეს სტამბოლის პროკურატურამ მის დასაკავებლად ახალი ორდერი გასცა. ამჟამად მას 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობაში ბრალი წაუყენეს.