მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის 1,8 მლრდ დოზას მიიღებს

ფაიზერს შეიძენს ევროკავშირი

ევროკავშირმა და კომპანია BioNTech/Pfizer-მა კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვით გაერთიანება ვაქცინის 1,8 მლრდ დოზას მიიღებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ვაქცინის მიწოდება 2021 და 2022 წლებშია დაგეგმილი.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პორტუგალიაში ევროკავშირის სამიტზე გააკეთა. დამატებითი ვაქცინის შეძენას ევროკავშირი მუტირებულ ვირუსებთან ბრძოლის აუცილებლობით ხსნის.

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირება მსოფლიოში 157 მლნ ადამიანს დაუფიქსირდა. 135 მლნ გამოჯანმრთელდა, ხოლო 3,2 მლნ გარდაიცვალა.