მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი ჩინეთს Microsoft Exchange Server-ზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

კიბერშეტევა აშშ-ში

ევროკავშირი ჩინეთს Microsoft Exchange Server-ზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს დიდი ბრიტანეთიც. მათი თქმით, კიბერშეტევის უკან სამთავრობო პირები დგანან.

გამოცემის ცნობით, თავდასხმამ, მსოფლიოს მასშტაბით 30 000 ადამიანი დააზარალა, რა დროსაც მათი პირადი მონაცემები საჯაროდ გავრცელდა.

ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი, ასევე, არის ჰაკერების მსხვერპლი და ეწინააღმდეგება ყველა სახის კიბერშეტევას.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ Microsoft Exchange Server-ის კომპრომეტირებამ ათასობით კომპიუტერისა და ქსელების უსაფრთხოება შეარყია.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა დაადანაშაულა ჩინეთის ოთხი მოქალაქე - უსაფრთხოების სამი თანამშრომელი და ერთი კონტრაქტორი ჰაკერი.

დასავლეთის ცნობით, კიბერშეტევის გარდა ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო სხვა ჯაშუშურ ქმედებებზეცაა პასუხისმგებელი.