მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირი მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

„ევროკავშირი მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში, ასევე განამტკიცოს კავშირები ამ რეგიონთან“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს რეგიონში, გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან და შეასრულოს შესაბამისი სამუშაოები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებლად“, - აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება ეუთოს „მინსკის ჯგუფს“ მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებას. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება სამხედრო ტყვეების საკითხის მოგვარება, დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია.

იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების საშუალებით შესაძლებელი გახდება დისკუსიები თანამშრომლობის თაობაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ევროკავშირი მზადაა იყოს კონსტრუქციული პარტნიორი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.