მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა უკრაინა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რიკარდ იოზვიაკი

უკრაინა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში

„ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილებით, უკრაინა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს, მასთან დაკავშირებით მოგზაურობაზე შეზღუდვები უნდა გაუქმდეს“ - ამის შესახებ ტვიტერში „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წერს.

მანამდე ევროკავშირმა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში სომხეთი და აზერბაიჯანი შეიყვანა. საქართველო ამ სიაში კვლავ ვერ მოხვდა.

გასული წლის ივნისში ევროკავშირმა საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, მაგრამ 2020 წლის ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ის „წითელი ქვეყნების“ სიაში აღმოჩნდა.