მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირს არ სჭირდება კიდევ ერთი ანგელა მერკელი“ - Deutsche Welle

ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი ევროკავშირის პოლიტიკური სცენიდან გასვლას აპირებს. მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა უნდა დაარღვიოს მერკელის რეაქტიული სტილი, რათა გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიაში 26 სექტემბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ანგელა მერკელი საბოლოოდ დატოვებს კანცლერის პოზიციას 16 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ევროკავშირი დაემშვიდობება მთავრობის ყველაზე ხანგრძლივ თანამდებობაზე მყოფ პოლიტიკოსს.

მკაფიოდ რომ ვთქვათ, ევროკავშირის დონეზე მერკელი დიდი ხანია არის მთავარი მოთამაშე. მან გაართვა თავი კრიზისის პერიოდებს და საბოლოოდ შეუწყო ხელი ევროკავშირის შენარჩუნებას.

მიუხედავად ამისა, აღნიშნავენ, რომ მერკელი ხშირად მოქმედებს მხოლოდ კონკრეტული გადაწყვეტილების გვერდის ავლით და ვინმეს რომ არ დააეჭვოს, რამდენად განმსაზღვრელია მისი ეს სტილი, არსებობს ჟარგონული გერმანული სიტყვა, რომ მერკელი გადამწყვეტს არაფერს აკეთებ: მას ჰქვია „მერკელნი .“

მიუხედავად იმისა, რომ მერკელი იყო ევროკავშირის იდეოლოგიური ღირებულების საიმედო რიტორიკული ადვოკატი, მისი ბევრი გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე იყო შემზარავი.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სადავო ან ზოგჯერ გაბედული. ევროზონისა და საბერძნეთის ფინანსური კრიზისის დროს მერკელი თითქმის ყველას დაუპირისპირდა, ის ამბობდა, რომ ისინი უნდა დახმარებოდნენ ბერძნებს, რადგან მსგავს სიტუაციაში შეიძლება ყველა აღმოჩენილიყო.

2015 წელს, როდესაც მილიონობით თავშესაფრის მაძიებელმა სირიელმა მოითხოვა თავშესაფარი ევროპაში, მერკელმა მიიღო პოლიტიკურად გამბედავი და მორალურად სწორი გადაწყვეტილება, რომ გერმანიის საზღვრები არ ჩაეკეტა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ რეაქტიული გადაწყვეტილება იყო და მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკავშირის მასშტაბით ლტოლვილთა განაწილების სისტემაზე შეთანხმების მცდელობა ჩაიშალა და ევროკავშირის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, ათიათასობით თავშესაფრის მაძიებელს გერმანიის სამხრეთ საზღვართან გამგზავრების საშუალებას აძლევდა.

გერმანიის მომავალ კანცლერს სჭირდება, აქტიური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს სათანადოდ შეხვდეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არსებობს განსხვავება ძალასა და ხელმძღვანელობას შორის.

ევროკავშირის გულისთვის, გერმანიის შემდეგ კანცლერს უნდა შეეძლოს გუნდთან ერთად გამოწვევების თავიდან აცილება, იმის ნაცვლად, რომ შემთხვევითი რეაგირება განახორციელოს.

აპრილის გამოკითხვამ გერმანიაში აჩვენა, რომ გერმანელთა 45% ფიქრობს, რომ ევროკავშირში ყოფნა ცუდია. გერმანიის მომავალ კანცლერს შეუძლია დაიწყოს პროაქტიურად ევროკავშირის მომავლის მშენებლობა საკუთარ სახლში.