მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირს „თალიბანი“ არ უღიარებია - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ფონ დერ ლაიენი თალიბანზე

ევროკავშირს ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანი" არ უღიარებია და მასთან პოლიტიკურ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება მადრიდში, ქაბულიდან ევაკუირებულ პირთა ცენტრის მონახულების დროს გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარება 57 მლნ ევრომდე გაიზრდება. ეს თანხები ქალთა და უმცირესობების უფლებების დაცვას უნდა მოხმარდეს.

„ჩვენ გვესმის თალიბების განცხადებები, მაგრამ მათი შეფასება ქმედებების მიხედვით მოხდება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია მზად არის დააფინანსოს ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც ავღანეთიდან ლტოლვილებს მიიღებენ. ეს საკითხი G7 -ის შეხვედრაზე იქნება განხილული, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.