უცხოეთი

ევროპის რომელ ქვეყნებშია ყველაზე ნაკლები აკრძალვა მოგზაურობის მხრივ? - euronews

რომელ ქვეყანაში ღირს
წასვლა სამოგზაუროდ
1623743278
დაკოპირებულია

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი საუბარი დაიწყო იმ ქვეყნებზე, სადაც დასასვენებლად გამგზავრებაა შესაძლებელი. სამოგზაუროდ საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკება აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს შორის, ასევე, ევროპულ ქვეყნებთან მიმდინარეობს. ამის შესახებ euronews იუწყება.

რომელ ქვეყნებში სჯობს გამგზავრება?

ტურისტები, ბუნებრივია არჩევენ ქვეყნებს სხვადასხვა ობიექტის დათვალიერების შესაძლებლობის, კომენდანტის საათის, ასევე, კარანტინის სტატუსის მიხედვით.

იტალია

აქ ჩამოსულ ტურისტებს მხოლოდ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სჭირდებათ. ტურისტული სეზონი აქ ივნისიდან დაიწყო. ივნისის ბოლოსთვის იტალიის ყველა რეგიონი, სავარაუდოდ, დაბალი რისკის ზონების სტატუსს მიიღებს. კაფეები, ბარები, რესტორნები და თეატრები ვიზიტორებისთვის ნაწილობრივ გახსნილია.

პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში საჯარო ადგილებში. კომენდანტის საათი ღამის 00.00 საათიდან მოქმედებს, მაგრამ 21 ივნისიდან მისი სრული გაუქმება იგეგმება.

საფრანგეთი

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში რეგისტრირებული ვაქცინით ხართ აცრილები, საერთაშორისო ვიზიტორებს იქ ჩასვლა შეუძლიათ. ვაქცინის მიუხედავად, საზღვარზე კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარდგენა მაინც აუცილებელია, რომელიც ბოლო 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული.

კომენდანტის საათი 23.00 საათიდან მოქმედებს. კაფეები და რესტორნები ვიზიტორებისთვის ღიაა. პირბადის ტარება შიდა და გარე სივრცეში სავალდებულოა, მაგრამ თვის ბოლოს ეს, სავარაუდოდ, შეიცვლება.

ესპანეთი

ესპანეთმა ზაფხულის ტურისტული სეზონი გახსნა. იქ შეუძლიათ ჩასვლა იმ პირებს, ვისაც ვაქცინა აქვს გაკეთებული. ხოლო ევროპელ ტურისტებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა გააჩნდეთ.

ბარები და რესტორნები 50% -ით არის შევსებული და ღამის 3 საათამდე მუშაობენ.

საბერძნეთი

საბერძნეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებისთვის ჯერ კიდევ მაისში გაიხსნა. ვიზიტორებს ვაქცინაციის საბუთი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეთ. პრაქტიკულად არავის კარანტინში მოთავსება არ სჭირდება.

კაფეები, ბარები და რესტორნები გახსნილია, ხოლო კომენდანტის საათი 00.30-დან მოქმედებს. ისეთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები, როგორიცაა მაგალითად აკროპოლისი, ტურისტებისთვის ღიაა.

გერმანია

გერმანიის სხვადასხვა რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა წესები მოქმედებს.

სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის შეზღუდვები სრულად მოიხსნა, ხოლო სასტუმროები და რესტორნები ფუნქციონირებს.

იხილეთ აგრეთვე:

✈️„როცა რუჯს იღებ, იქ არავინ მოგთხოვს პირბადის გაკეთებას“- პაატა იმნაძე

✈️„ტურისტის 23:00 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 თანამოქალაქის დაღუპვას“ - პაატა იმნაძე

✈️საჭიროა თუ არა ტესტირება COVID 19–ის ვირუსზე, თუ ვაქცინირებული ხართ?

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„როგორც  ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამით დემოკრატიის სურათი დახატა.

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათ მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628011091

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494
ამერიკის შეერთებული
შტატები

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმე...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

გახარია ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებ...

„თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პი...

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორ...

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.