მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

G7 რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ ზედმიწევნით დააკვირდება

დიდი შვიდეული რუსეთზე

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, რუსეთთან დაკავშირებით „ერთიან მიდგომაზე“ შეთანხმება შედგა. ამის შესახებ BBC იუწყება.

შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინის სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა გამოთქვეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ G7 რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინასთან დაკავშირებით ზედმიწევნით დააკვირდება.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, შეერთებულ შტატებს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს, მაგრამ მის აგრესიას და უგუნურ ქმედებებს საკადრის პასუხს გასცემს. შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთის ქმედებები, როდესაც მან რამდენიმე დღის წინ უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია მოახდინა.