მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანია არავაქცინირებული დასაქმებულებისთვის კარანტინის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

გერმანია არავაქცინირებული დასაქმებულებისთვის კარანტინის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

გერმანიის ხელისუფლება არავაქცინირებული დასაქმებულებისთვის კარანტინის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„უსამართლობაა გადასახადის გადამხდელებს სთხოვო სუბსიდირება გაუწიონ მათ, ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე“, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა.

ახალი რეგულაცია, გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე 11 ოქტომბრისთვის ამოქმედდება. აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება როგორც კორონავირუსით დაინფიცირებულ მოქალაქეებზე, ასევე, იმ პირებზე, რომლებიც კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანიის მოქალაქეები, „მაღალი რისკის“ ქვეყნებში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ (ბრიტანეთი, თურქეთი და საფრანგეთი) 5-დღიანი კარანტინის რეჟიმს ექვემდებარებიან და ამის გამო დამსაქმებელი იძულებულია მათ კომპენსაცია გადაუხადოს, რაც, მისი თქმით, ბიზნესს დააზარალებს.

გერმანიაში არავაქცინირებულ მოგზაურებს მოეთხოვებათ მინიმუმ 5-დღიანი კარანტინი. კარანტინის ვალდებულება არ ვრცელდება ვაქცინირებულებზე და ბოლო პერიოდში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებზე.

ვაქცინაციის მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ ახალი წესი ფაქტობრივად სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას ნიშნავს, რათა ბევრ მუშაკს არ აქვს საშუალება დარჩეს სახლში ანაზღაურების გარეშე.

„ჩვენ ეს სხვანაირად უნდა დავინახოთ. საქმე ეხება სამართლიანობას. მათ, ვინც საკუთარ თავსა და სხვებს ვაქცინაციით იცავენ, შეუძლიათ, სამართლიანად იკითხონ, რატომ უნდა გადავუხადოთ მათ, ვინც კარანტინში აღმოჩნდა რისკის ზონაში დასვენების შემდეგ“, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.