მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში და ბელგიაში წყალდიდობით მიყენებულ ზარალს ითვლიან (ვიდეო)

წყალდიდობა გერმანიასა და ბელგიაში

გერმანიის დასავლეთ ნაწილში ორი კვირის წინ მომხდარი წყალდიდობისგან მიყენებულმა ზარალმა 5.5 მლრდ ევრო შეადგინა. ასეთ მონაცემებს აქვეყნებენ სადაზღვევო კომპანიები. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

წყალდიდობა, ძირითადად, ბავარიის და საქსონიის რეგიონებს დაატყდა თავს. მხოლოდ ავტომობილების დაზღვევაში 200 მლნ ევროს გადახდა გახდება აუცილებელი, რადგანაც წყალდიდობამ 40 000 მანქანა დააზიანა.

ციკლონი „ბერნდი" გერმანიაში მიმდინარე ათასწლეულში ყველაზე ძვირად ღირებული ბუნებრივი კატასტროფა იქნება. აქამდე ყველაზე დიდი ზარალი სადაზღვევო კომპანიებს 2002 წლის წყალდიდობამ მიაყენა, როდესაც ზარალმა 4,5 მლრდ ევრო შეადგინა.

რაც შეეხება ბელგიას, რომელიც ასევე წყალდიდობისგან დაზარალდა, იქ ქალაქ ვერვიეს მოსახლეობას ჯერ კიდევ არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი. ასობით სახლი დანგრეულია, ან საცხოვრებლად უვარგისი.

გერმანიაში სტიქიურ უბედურებას 190 ადამიანი ემსხვერპლა. ბელგიაში 41 ადამიანი დაიღუპა.