მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში კაცმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა

მძევლების აყვანა გერმანიაში

გერმანიაში პოლიციამ 30 წლის კაცი დააკავა, რომელმაც ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი გერმანიიდან სერბეთში მიმავალ საერთაშორისო ავტობუსში მოხდა. ავტომაგისტრალ А9-ზე მოძრავ ავტობუსში მგზავრებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ამის შემდეგ ავტობუსი გზის პირას გაჩერდა, ხოლო მგზავრთა უმეტესობამ ავტობუსი დატოვა.

ავტობუსში კი 3 ადამიანი და მძევლად აყვანაში ეჭვმიტანილი დარჩნენ. ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო. პოლიციამ ავტობანი ორივე მხარეს გადაკეტა. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიძახეს. ბოროტმოქმედთან მოლაპარაკების შემდეგ მან მძევლები გაათავისუფლა. შემდეგ კი პოლიციამ ის დააკავა, დაკავების დროს კაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.