მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში ქიმიურ საწარმოში ძლიერი აფეთქება მოხდა

აფეთქება გერმანიაში

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში ქიმიური კომპანიების ინდუსტრიულ საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა და ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Associated Press News-ი ავრცელებს.

გერმანიის ფედერალური ოფისის სამოქალაქო დაცვისა და კატასტროფების დახმარების სამსახურში აღნიშნული აფეთქება „უკიდურესად საფრთხის შემცველად“ შეფასდა და მისგან გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების საწინააღმდეგოდ, მოსახლეობას მოუწოდეს გამორთონ სავენტილაციო სისტემები, დახურონ ფანჯრები და კარები.

აფეთქება კიოლნიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 20 კილომეტრში (მდინარე რაინზე), მოხდა.

აფეთქება მოხდა დილის 9:40 საათზე ნარჩენების მართვის ცენტრის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ხანძარი განვითარდა. სამართალდამცველებმა გადაკეტეს რამდენიმე ახლომდებარე მთავარი მაგისტრალი.

ლევერკუზენში მდებარეობს გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ქიმიური კომპანია. მას ჰყავს დაახლოებით 163,000 მცხოვრები და ესაზღვრება კიოლნს, რომელიც გერმანიის სიდიდით მეოთხე ქალაქია და დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.