გერმანიის ქალაქ ჰამბურგის პოლიციამ პარკში 3000-კაციანი ქეიფი დაშალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
წვეულების მონაწილეები პარკში პარასკევს საღამოს შეგროვდნენ და იქ მთელი ღამის გატარებას აპირებდნენ, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ უკმაყოფილო მოქალაქეებმა პოლიციას ბოთლები დაუშინეს.
ჰამბურგის პარკში მსგავსი შემთხვევა ბოლო ერთ თვეში მეორედ მოხდა. მანამდე პოლიციამ 1500 კაციანი წვეულება ჩაშალა.