მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Green Pass - ევროკავშირის „კოვიდ პასპორტი“ მალე უნდა ამოქმედდეს

კორონაპასპორტი

ბრიუსელი უახლოეს მომავალში Green Pass-ის შემოღებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება კონტინენტზე ტურისტული ინდუსტრიის სტიმულირებისთვის არის მიღებული, რომელიც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, სპეციალურ დოკუმენტს ის პირები მიიღებენ, ვინც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა. ვაქცინა ევროპის წამლების სააგენტოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული.

პასპორტში ასევე მითითებული იქნება კორონავირუსის ტესტების შესახებ ინფორმაცია და გადაიტანა თუ არა ადამიანმა ვირუსი. მიიღებენ თუ არა პასპორტს ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებმაც აცრა რუსული და ჩინური ვაქცინით ჩაიტარეს, უცნობია.

Green Pass-უს მქონე პირები ქვეყნებს შორის გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებენ. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ეს მოგზაურობის მსურველთა რაოდენობას გაზრდის.

"ევროსტატის" ინფორმაციით, 2020 წელს სასტუმროებში გატარებული ღამეების რაოდენობა ევროკავშირში 2019 წელთან შედარებით 52%-ით შემცირდა. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მალტა, საბერძნეთი და კვიპროსი, რომლებიც ტურიზმზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულები, კლებამ 70% შეადგინა.

ტურიზმი ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ამ სფეროში 30 მლნ ადამიანია დასაქმებული.