მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს

ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

ჰაიტის პრეზიდენტი ჰოვენალ მოისე საკუთარ რეზიდენციაში ღამით მოკლეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კლოდ ჯოზეფმა ამ ფაქტს „არაადამიანური და ბარბაროსული აქტი“ უწოდა. თავდასხმის დროს პრეზიდენტის მეუღლე მძიმედ დაიჭრა.

ჰაიტიში ამჟამად რთული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა შექმნილი. ამ უღარიბეს ქვეყანაში მოსახლეობას საკვები არ ჰყოფნის, რაც არეულობის საფრთხეს ქმნის.

ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში ყოველდღე სროლის ხმა ისმის. შეიარაღებული ბანდ-ფორმირებები და პოლიცია ერთმანეთს გავლენისთვის ებრძვიან.

ჰოვენალ მოისე ჰაიტის პრეზიდენტი 2017 წელს გახდა. მას შემდეგ მის წინააღმდეგ მუდმივად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. 2021 წელს ოპოზიციამ ის დიქტატურის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა, რადგანაც მოისე პრეზიდენტის სავარძელში ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩა.