მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 189-მდე გაიზარდა (ვიდეო)

კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 189-მდე გაიზარდა

კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 189-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ექსპერტების განცხადებით, ამერიკის უღარიბეს ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო, საკვები და სანიტარიული დახმარება.

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 12 200-ს აღემატება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრის შედეგად სრულიად დაინგრა 53 ათასამდე სახლი, ხოლო 77 ათასამდე დაზიანდა.

„ჩვენ ვემზადებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის კატასტროფისთვის. ვიმედოვნებთ, არ გვექნება ქოლერის ეპიდემია“ - აცხადებს ნადეშა მიხობა ჰაიტის ჯანდაცვის ფონდიდან.

აშშ-ს არმია ემზადება საველე საავადმყოფოს შესაქმნელად ლეს კაიესში. აშშ და ბრიტანეთის საზღვაო ძალები, ასევე, აგზავნიან გემებს სამაშველო და აღდგენითი სამუშაოებისთვის.

ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულია და სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ არიან.

გარდა ამისა, რთულია სანიტარიული მდგომარეობაც, კორონავირუსის პანდემიის გამო, საავადმყოფოები გადავსებულია და მიწისძვრით დაშავებულთა მკურნალობა მედპერსონალს საავადმყოფოს ეზოში ან ქუჩაში უწევს.

შეგახსენებთ, ჰაიტიში მიწისძვრა 14 აგვისტოს მოხდა. ეპიცენტრი სენ-ლუი დუ სუფიდან 12 კილომეტრში იყო.