მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იალბუზზე ექსპედიციის 5 მონაწილე დაიღუპა

იალბუზზე დაიღუპნენ ალპინისტები

რუსეთის ფედერაციის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში იალბუზზე ექსპედიციის 5 მონაწილე დაიღუპა. სულ ჯგუფში 19 ადამიანი იყო. დანარჩენები მაშველებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

სამაშველო ოპერაცია ზღვის დონიდან 5400 მეტრის სიმაღლეზე 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრაქტიკულად ყველა ალპინისტი დაშავებულია, ზოგიერთს მოტეხილობა აღენიშნება.

ოპერაციაში 70 მაშველი და 18 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ცუდი ხილვადობის პირობებში ალპინისტებს გზა აერიათ.