მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიაში სტადიონებზე 10 ათასს მაყურებელს დაუშვებენ

იაპონიაში სტადიონებზე 10 ათასს დაუშვებენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სტადიონზე 10 000 მაყურებელი დაიშვება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ეპიდემიოლოგები დღესაც აცხადებენ, რომ უმჯობესია შეჯიბრებები საერთოდ მაყურებლის გარეშე ჩატარებულიყო, რადგანაც ეს ყველაზე ნაკლებად სარისკო ვარიანტია.

ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება-არჩატარებაზე დავა უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, სტადიონებზე მაყურებელი 50% დაიშვება, ხოლო მათი მაქსიმალური ოდენობა 10 ათასი იქნება. ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნებიდან ჩასული გულშემატკივარი არ დაიშვება.

ამასთანავე იაპონიის ხელისუფლება კვლავ არ გამორიცხავს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების შემთხვევაში სტადიონებზე მაყურებლის დაშვება შეიძლება აიკრძალოს.

ცნობისთვის, ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.