მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიის მთავრობა მოსახლეობას 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღებას სთავაზობს

სამუშაო იაპონიაში

იაპონიის მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ყოველწლიური სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიები საშუალებას აძლევენ თავიანთ თანამშრომლებს კვირაში 5-ის ნაცვლად, 4 დღე იმუშაონ.

მთავრობის პოზიციით, ოთხდღიანი სამუშაო კვირით კომპანიებს შეეძლებათ შეინარჩუნონ კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლები, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ ან მოხუც ნათესავს უვლიან, სამსახურის გამო კი მათი უყურადღებოდ დატოვება უწევთ.

ოთხდღიანი სამუშაო კვირა ასევე უფრო მეტ ადამიანს შეუწყობს ხელს დამატებითი განათლება მიიღონ ან შეთავსებით სხვა სამუშაო იპოვონ.

რაც მთავარია, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კვირაში კიდევ ერთი დასვენების დღე ხალხს წაახალისებს საყიდლებზე ან გასართობად გავიდნენ, რაც ეკონომიკის სტიმულირებას განაპირობებს.

მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდებს მეტი დრო ექნებათ შეხვედრებისთვის, დაქორწინებისა და ბავშვების გაჩენისთვის, რაც შობადობის შემცირების პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს.