მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიის სანაპიროსთან რუსული გემი და იაპონური შხუნა ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)

შეჯახება იაპონიის ზღვაში

იაპონიის სანაპიროსთან რუსული თევზსაჭერი გემის და იაპონური შხუნის შეჯახების შედეგად სამი იაპონელი მეზღვაური დაიღუპა. ამის შესახებ BBC იუწყება.

შეჯახების დროს იაპონური გემი ამოტრიალდა. რუსმა მეზღვაურებმა ორი იაპონელის გადარჩენა მოახერხეს. შეჯახების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ძლიერი ნისლი სახელდება.

იაპონური მხარის ინფორმაციით, შეჯახება იაპონიის ტერიტორიულ წყლებში მოხდა. რუსეთის საელჩომ იაპონიაში მომხდართან დაკავშირებით სინანული გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.