მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა 25 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

პროვინციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორი დღის წინ ამ რეგიონში ნავი ჩაიძირა, რომელზეც 160-დან 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ნავზე მყოფი დანარჩენი ადამიანების ბედი ამ დრომდე უცნობია.

იემენი აცხადებს, რომ Covid-19 პანდემიის დაწყების შემდეგ იემენში მიგრანტთა რაოდენობა შემცირდა, წელს ამ დროისთვის 5,100 ადამიანი ჩამოვიდა, 2020 წელს სულ 35,000, ხოლო 2019 წელს 127,000.

გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 110 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და გაეროს განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი იემენშია, 12 მილიონი ადამიანი ეყრდნობა სასურსათო დახმარებას, ხოლო ხუთ წლამდე ბავშვების ნახევარი არასათანადოდ იკვებება.