მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იერუსალიმში შეტაკების დროს 163 პალესტინელი და 6 ისრაელელი პოლიციელი დაშავდა (ვიდეო)

შეტაკება იერუსალიმში

163 პალესტინელი და 6 ისრაელელი სამხედრო დაშავდა იერუსალიმში მომხდარი შეტაკებების დროს. ამის შესახებ BBC იუწყება.

შეტაკება ალ-აქსის მეჩეთთან მოხდა, სადაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ხმაურის ხელყუმბარები გამოიყენა. პალესტინელები კი მათ ბოთლებს და ქვებს ესროდნენ.

იერუსალიმის ძველ ქალაქში მდებარე ალ აქსის მეჩეთი მუსულმანების წმინდა ადგილია. ამასთანავე ის იუდეველთა წმინდა ადგილადაც ითვლება, რომელიც ტაძრის მთის სახელით არის ცნობილი. იქ ებრაელებს და პალესტინელებს შორის ხშირად ხდება დაპირისპირება.

პალესტინელები ალ-აქსის მეჩეთთან რამადანის ბოლო პარასკევის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. პოლიციის ინფორმაციით, ის წესრიგს იცავდა.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, 88 დაჭრილს რეზინის გარსის მქონე ლითონის ტყვიები აქვთ მოხვედრილი. პოლიციის ინფორმაციით, მათ თანამშრომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.