მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილჰამ ალიევი: ერევნის რაიონი ჩვენი მიწაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

„აზერბაიჯანი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება დაახლოებით უკვე 30 წელია. სომხეთის აგრესიულმა პოლიტიკამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, ჩვენი მიწების ოკუპაცია გამოიწვია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, სომხეთის მხრიდან აგრესია 1980-იანი წლებიდან დაიწყო.

„სინამდვილეში, სომხეთის აგრესიული პოლიტიკა 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. იმ დროს დღევანდელი სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები 100 000 აზერბაიჯანელი წინაპრების მიწიდან განდევნეს. ზანგეზურის, გოიჩას და ერევნის რაიონები ჩვენი ისტორიული მიწებია. ჩვენი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიწებზე”, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

👉 ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ყარაბაღის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს, რომელშიც 3000-მდე აზერბაიჯაინელი სამხედრო და საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბაქოში სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს [LIVE]

👉 ალიევმა გამარჯვების დღე 10 ნოემბრიდან 8 ნოემბერს გადაიტანა

👉 ალიევი: სომხები კავკასიელები არ არიან, აქ მოგვიანებით ჩამოსახლდნენ