მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში მეხმა 27 ადამიანი მოკლა

მეხმა მოკლა 27 ინდოეთში

ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში მეხის დაცემის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ამავე რაიონში რვა ადამიანი დაშავდა, ისინი თვითმფრინავში იმყოფებოდნენ და ძლიერი ტურბულენტობის დროს ტრავმები მიიღეს. ავიალაინერი მუმბაიდან კალკუტაში მიფრინავდა.

ინდოეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილს ამჟამად ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. ამას წვიმები და ძლიერი ქარი მოჰყვა.

ცნობისთვის, ინდოეთში ყოველწლიურად მეხით რამდენიმე ათასი ადამიანი იღუპება. 2019 წელს მეხის დაცემის შედეგად 2900 ადამიანი დაიღუპა.