მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანი აზერბაიჯანის საზღვართან ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებს

ირანის და აზერბაიჯანის კონფლიქტი

ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაცია ხდება. ინფორმაციას eurasianet.org ავრცელებს.

ირანის სახმელეთო ძალების სარდალმა კიომარს ჰეიდარიმ განაცხადა, რომ წვრთნებში ჯავშანტექნიკა, არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები, რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები და ვერტმფრენები მონაწილეობენ. მისი ინფორმაციით, წვრთნები ირანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მიმდინარეობს.

ირანის სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც გადაღებულია ტექნიკის კოლონები, რომლებიც ჩრდილოეთით მიემართება.

ირანის სამხედრო აქტივობა ბაქოს უკმაყოფილებას იწვევს. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მსგავსი აქტივობა ირანის მხრიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად შეინიშნება.

ირანში აზერბაიჯანთან შესაძლო კონფლიქტთან დაკავშირებით საკმაოდ მილიტარისტულ განცხადებებს აკეთებენ.

„აი, წარმოიდგინეთ, რომ აზერბაიჯანს და ირანს შორის ომი დაიწყო. ეს ომის ერთ დღეში დასრულდება, ირანს 1000 ბალისტიკური რაკეტის გაშვება შეუძლია და ყველა საკვანძო წერტილის განადგურება. ასე რომ აზერბაიჯანის მხრიდან ტრაბახს არანაირი ძალა არა აქვს“ - წერს „ტვიტერში“ „ისლამური რევოლუციის მცველების კორპუსთან“ დაკავშირებული ერთ ერთი მიმომხილველი.

ბაქოს და თეირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აზერბაიჯანმა სატვირთო ავტომობილების რამდენიმე ირანელი მძღოლი დააკავა. ისინი მთიან ყარაბაღში მიდიოდნენ, რომელსაც ბაქო საკუთარ ტერიტორიად აღიარებს. 2020 წლის ომის შემდეგ აზერბაიჯანმა ირანის საზღვართან მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა და ყარაბაღში ირანული ნავთობპროდუქტების ვაჭრობისთვის ხელის შეშლა სცადა.

იხილეთ ასევე:

🔴 სომხეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

🔴 „აი, ეს არის ჩემი ბათუმი“ - მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს (ვიდეო)

🔴 „ეს არ არის რიგითი მუნიციპალური არჩევნები, ეს არის ცვლილებების არჩევნები“ - გიორგი გახარია